თეგი: ალექსენი ნავალნი

ზურაბიშვილი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება. ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის. „ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს,“ - წერს ზურაბიშვილი.  

მდინარაძე: ნავალნის გარდაცვალება, სამწუხაროდ, გვახსენებს 2012 წლამდე რეჟიმს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „საფუძვლიან ეჭვებს“, რაც ნავალნის გარდაცვალების მიზეზებზე ვრცელდება, ძალიან სამწუხაროს უწოდებს, მაგრამ მისივე შეფასებით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნავალნის გარდაცვალება გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში.“ „ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ის საფუძვლიანი ეჭვები, რაც ნავალნის გარდაცვალების მიზეზებზე ვრცელდება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ (ნავალნის გარდაცვალება) გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში. დღეს ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასაც ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ ეს გახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს. ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა გაურკვეველ ვითარებაში. ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, „ენჯეოს“ ზოგიერთ წარმომადგენელი. დღეს ამ საკითხზე რუსეთის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვთ ამ ადამიანებს საქართველოს კონტექსტში. ეს არის ჩვენი ქვეყნის პარადოქსი. მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, რომელმაც შექმნა სისტემა, სადაც გაურკვეველ გარემოებებში იღუპებოდა ასობით ადამიანი. ოდნავ მორალი თუ აქვს, ადამიანმა როგორ უნდა გაბედო ამ შედარებაზე ლაპარაკი, როდესაც დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან ლუქსში? ძალიან გთხოვთ, დაგუგლოთ, რანაირ საკანში იჯდა ნავალნი პატიმრობის დროს. ერთმანეთის გვერდით დადეთ ორივე ფოტო და რანაირი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებით დაწყებული, პირობებით გაგრძელებული. უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, იმ სისტემის შემქმნელი, სადაც პატიმრები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან, არ არსებობს,“ – განაცხადა მდინარაძემ. დამაზუსტებელ კითხვას, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი, მდინარაძე პასუხობს: „მე გითხარით ამაზე, ორჯერ ცხადად და მაინც რაღაც სიტყვათა წყობა გინდათ გითხრათ, რა ახირებაა?! ეს რას ნიშნავს?!" “აბა ვისი მსხვერპლი შეიძლება იყოს, სააკაშვილის მსხვერპლი ხომ არ იქნება? 2012 წლამდე ნავალნი ქართულ ციხეში არ იჯდა და რის მიღწევა გინდათ?"  

„რუსეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ მათ ნავალნი ციხეში მოკლეს“ - გამოხმაურებები

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსის თქმით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა და ეს ფაქტია. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. „რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის რეალური ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს," - განაცხადა რინკევიჩსმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა. „ეს საშინელი სიახლეა. როგორც რუსეთის დემოკრატიის შეუპოვარმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ მისი სიცოცხლის მანძილზე წარმოუდგენელი შეუპოვრობა აჩვენა," - დაწერა რიში სუნაკმა.  „ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძოდა. თავისი იდეალებისთვის მან უდიდესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ყველას დედამიწის გარშემო, ვინც ყველაზე ბნელ ვითარებაში იბრძვის დემოკრატიისთვის. მებრძოლები კვდებიან, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს მთავრდება,“ წერს თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსი ოპოზიცონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, მისი ფიქრები ნავალნის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა. „ეს საშინელი ამბავია. როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე ძლიერმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა,“ – წერს მეცოლა. „ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ,“ - ასე ეხმაურება NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას. მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ღრმად დამწუხრებული და აღელვებულია. ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინისთვის სულ ერთია, ვინ მოკვდება, მთავარია, თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. ამიტომაც არ უნდა დავზოგოთ არაფერი. პუტინმა უნდა წააგოს, უნდა დაკარგოს ყველაფერი და აგოს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა. ჯოზეფ ბორელი: შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას. მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით, მკაფიო ვიყოთ: ამისთვის პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწის, ლეონიდ ვოლკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება გავრცელებული განცხადებით აღიარებს, რომ ნავალნი ციხეში მოკლეს. ის ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება თავიანთი წყაროებით ჯერ არ მიუღიათ. „რუსეთის ხელისუფლება აქვეყნებს აღიარებას, რომ მათ ალექსეი ნავალნი ციხეში მოკლეს. ჩვენ ამის დასადასტურებლად ან იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება, რაიმე საშუალება არ გვაქვს,“ - წერს ლეონიდ ვოლკოვი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ნავალნის ადვოკატი იამალის ნახევარკუნძულისკენ გზაშია. სოფელი ხარპი, სადაც კოლონია მდებარეობს, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილშია. კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფებოდა, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ "იუკოსის" თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

რუსული სასამართლო ალექსეი ნავალნის დედის საჩივარს მარტამდე არ განიხილავს

რუსეთის ქალაქ სალეხარდის სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის დედის საჩივარს, რომელიც შვილის ცხედრის გადაცემას ეხება. ლუდმილა ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს 20 თებერვალს მიმართა და შვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. იმავე დღეს, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ საჩივრით მიმართეს ქალაქ სალეხარდის სასამართლოს. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ მიერ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 21 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 20 თებერვალს მიღებულ საჩივარს სასამართლო 4 მარტს, დახურულ სხდომაზე განიხილავს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.

შოლცმა განაცხადა, რომ ნავალნი „რეჟიმმა მოკლა“

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე. „მე, ისევე როგორც ყველა, ვთვლი, რომ იგი [ნავალნი] რეჟიმმა მოკლა. და მისი სიკვდილი დიქტატურის შედეგი იყო", - განაცხადა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს ბერლინში, საინფორმაციო სააგენტო DPA-ს სარედაქციო კონფერენციაზე. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნავალნის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს. „ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს და ყველას, ვინც მას პოლიტიკურად უჭერს მხარს, ძალიან ეშინიათ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენებიდან მოხსნეს," - განაცხადა შოლცმა. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალინს სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.